ექიმი არჩილ მარშანია თავის კოლეგის, ცნობილი ექიმის, ზაზა თელიას გარშემო ატეხილ აჟიოტაჟსა და ბულინგს ეხმაურება და წერს:,,ზაზა ჩემი ძმაკაცია… ხუმრობა-იუმორ-დაცინვას და შეურაცხყოფას შორის დიდი სხვაობაა, მიუხედავად იმისა, რომ დაცინვაც შეიძლება და შეურაცხყოფის მიყენებაც, თუ ვინმე იმსახურებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ზაზას არაფერი გაუკეთებია… თავიდან იყო ნამდვილად ხუმრობა, ყველამ იღადავა, ზაზა ვაბშე გაგებაში არ იყო, მე მივწერე და ვანახე ეგ სურათი. მეც ვიცინე და ზაზამაც…
ამ ხუმრობას მოჰყვა მერე გადაჭიჭინება, ძირითადად აბზიანიძის მხრიდან და არა მიმზე ღადაობით, არამედ კონკრეტულად ზაზას მიმართ და იუმორი გადავიდა დაცინვაში… იუმორს რომ გაცდა ეს ამბავი, ზაზამ პირადად მისწერა მშვიდად და პირდაპირი მნიშვნელობთ სთხოვა, სხვა რამეზე იღადავეო, რაზეც აბზიანიძის მხრიდან ტროლაობა მიიღო… ამას ზაზას მხრიდან მოჰყვა კბილების დალეწვის კომენტარი და თან აბზიანიძესთან უკვე არა მარტო ზაზაზე, მისი ოჯახის წევრებზე ღადაობა და შეურაცხყოფები იყო…
დაცინვა მაშინაც გააგრძელა, როცა ზაზამ ადამიანურად სთხოვა, რომ არ მოსწონდა ბულინგი და კომენტარებში სასტავი ზაზას ოჯახის წევრებზე აღადავა, ჭკუიდან გადაიყვანა ტიპი და ახლა პასუხს სთხოვენ, ვუაიმეე, თურმე როგორ ვერ გაიგო ზაზა ექიმმა თავიშუფალი სიტყვა და იუმორი…
აქვე განსაკუთრებული მოკითხვა ჩემს ,,მეგობრებს”, ამ საყ**ეთს, ადამიანის ლანძღვას და ბულინგს რომ ტაშს უკრავდნენ…
თქვენი ან ოჯახის შეურაცხყოფაზე, პროფესიული ღირსების შელახვაზე ვისაც კბილების ჩამტვრევის სურვილი არ გიჩნდებათ, შეგიძლიათ თავიშუფალი სიტყვის ჭუჭუ წელოთ ხოლმე, და ქუჩაშიც ვინმე თუ წამოგარტყამთ ან შეგაფურთხებთ, არაფერი უთხრათ… პროსტა გაითვალისწინეთ, რომ არსებობს ხალხი, ვინც ეგრე არ ფიქრობს, მეტიც, სულ სირზე გვკიდია ეგ მიდგომა”.
შეგახსენებთ, რომ აჟიოტაჟი ექიმ ზაზა თელიას ფოტოს მოჰყვა წარწერით, რომ ის თმის ცვენას მკურნალობს.

