ანტივაქსერები ღარიბაშვილზე: ,,ირაკლი ჩვენიანია! ჯიგარი ხარ, მიდი, ირაკლი!”

ანტივაქსერები ღარიბაშვილზე: ,,ირაკლი ჩვენიანია! ჯიგარი ხარ, მიდი, ირაკლი!",,ვაქცინა არ მუშაობს ომიკრონის შემთხვევაში, მაგალითი მე ვარ. დელტაც გადავიტანე, ,,ფაიზერით” ორჯერ ავიცერი და ისევ შემხვდა”, – განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. მართალია, შემდეგ პრესცენტრმა გაავცელა ინფორმაცია, რომ ეს იყო კონტექსტიდან ამოგლეჯილი და ზუსტად ასე არ უთქვამს, მაგრამ ანტივაქსერებისთვის საკმარისი აღმოჩნდა ეს ფრაზა – ,,ვაქცინა არ მუშაობს ომიკრონის შემთხვევაში”. ისინი პრემიერს გამბედაობას უწონებენ და წერენ:

,,ხომ ვამბობ – ირაკლი ჩვენიანია. მიდი, ირაკლი, ჯიგარი ხარ”, ,,გადასარევი ადამიანია, აბა რააა! სულ მომწონდა ირაკლი ღარიბაშვილი”, ,,ვინც ამას მანამდე მივხვდით, გვაღიარეს უკვე, თუ კიდევ ელოდებიან ბუსტერის ბუსტერ დოზას?”, ,,ვაქცინა არ შექმნილა კორონასთვის, კორონა შეიქმნა ვაქცინირებისთვის”, ,,ახლა მიხვდი? ეგ თავიდანვე უნდა გეთქვა და გაცნობოდი მაგის სარგებლობას. ახლა მაინც აკრძალე ეგ შხამი”, ,,ტელევიზიებისგან შიში დათესეს ხალხში და ამით გაძლიერდა ვირუსი. ზოგს შიში გუდავს. შეხვდა? არ შეეშინდეს, იმოძრაოს ჰაერზე… ჰიპნოზი ტელერეკლამებიდან და სხვა ათასი. ნუ გეშინიათ და იმკურნალე”,  ,,ეს უფლის მადლით უნდა ვიზეიმოთ ერთად, ამ იდიოტური ხსნარის გაუქმება”, ,,ბატონო ირაკლი, რაკი არ მუშაობს, უნდა დავხუროთ კანტორა”, ,,ნიურბერგის პროცესის ეშინიათ და სოროში ძვრებიან… ყველამ ყველაფერი იცოდა, უბრალო ადამიანებს გარდა, რომლებიც მოატყუეთ  და საცდელ ვირთხებად გამოიყენეთ”.