,,5 თვის ლუკას უიშვიათესი დაავადება, კაზაბახ-მერიტის სინდრომი აქვს, მას დახმარება სჭირდება”

,,5 თვის ლუკას უიშვიათესი დაავადება, კაზაბახ-მერიტის სინდრომი აქვს, მას დახმარება სჭირდება",,5 თვის ლუკას, რომელსაც მსოფლიოში უიშვიათესი დაავადება კაზაბახ-მერიტის სინდრომი აქვს, ჩვენი დახმარება სჭირდება. მისი მდგომარეობა ურთულესია. 3 თებერვალს სასწრაფოდ გადაიყვანეს თურქეთის კლინიკაში. მეგობრებო, 5 თვის ბავშვის სიცოცხლეს ეხება საქმე. ოჯახს არანაირი საშუალება აღარ აქვს, 25000$ უკვე გადასახდელი აქვთ დღეის მდგომარეობით. დღეს კიდევ ერთი პატარის სიცოცხლე დგას კითხვის ნიშნის ქვეშ და ჩვენი იმედი აქვთ ხალხის, საზოგადოების.
1 ლარი ნუთუ ასე ძნელია, რომ გადავდოთ ერთი დღე? ამაზე მნიშვნელოვანს რას ვიზამთ, მეგობრებო? ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, დედას საუბარი უჭირს ამ მდგომარეობის შემხედვარეს. გთხოვთ უკლებლივ ყველას, დაგვიდექით გვერდში. ფონდი ,,საიმედო” აგროვებს მათთვის თანხას, ჯერ მხოლოდ 3500 ლარია ანგარიშზე, არც ერთ თეთრს არ იღებს ფონდი ამაში. ამაზე მძიმე რაღა უნდა ვიხილოთ, მეგობრებო, რომ მივიტანოთ გულთან და დავუდგეთ გვერდში. გთხოვთ ყველას, მოგვეხმარეთ. ლოცვა არის უმნიშვნელოვანესი ამ პატარისთვის, მაგრამ სიცოცხლეს დღეს თავისი ფასი აქვს და ეს ყველამ ვიცით. გთხოვთ 1 ლარი = ლუკას სიცოცხლეს. ერთად გადავარჩინოთ პატარა ბიჭი, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში სიცოცხლისთვის იბრძვის”, – წერს ნათია თანდაშვილი.
თიბისი ბანკი:
საქართველოს ბანკი:
მიმღები:საიმედო
დანიშნულება:ლუკასთვის