,,გთხოვთ, დაეხმაროთ ჩემი ბავშვობის მეგობრების შვილს, 11 წლის ელენე ზაქაიძეს. ელენეს კოვიდმა დაუტოვა გულის უმძიმესი დაავადება, რაც სასწრაფოდ საჭიროებს საზღვარგარეთ მკურნალობას. ამჟამად იმყოფება გულის ხელოვნურ მართვაზე. ესაჭიროება გულის სტიმულატორი, შემდეგ კი უცხოეთში გულის გადანერგვა”, – წერდა პედაგოგი და ,,ტელესკოლის” წამყვანი, დაჩი ნანობაშვილი.
კორონავირუსის შემდგომი გართლებებით ელენე მინსკში გადაიყვანეს მას გულის გადანერგვის ოპერაცია სჭირდებოდა, მანამდე კი ვირუსით დაზიანებული ფილტვები და ღვიძლი ჰქონდა სამკურნალო. სამწუხაროდ, მედიცინა უძლური აღმოჩნდა, გოგონა დღეს გარდაიცვალა. ის ცოტა ხნის წინ გახდა 12 წლის.

