,,ვფიქრობ დედაზე, შვილზე, მეუღლეზე, დაზე…” – ნიკა ქაცარიძე მოულოდნელად გარდაიცვალა

,,ვფიქრობ დედაზე, შვილზე, მეუღლეზე, დაზე..." - ნიკა ქაცარიძე მოულოდნელად გარდაიცვალამსახიობ ნიკა ქაცარიძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო მისი მეგობრები შოკიდან ვერ გამოდიან. ჯერჯერობით დაუდგენელია, რამ გამოიწვის 43 წლის მსახიობის გარდაცვალება. სავარაუდო მიზეზად გული სახელდება.

ნიკა ქაცარიძე სოციალურ ქსელში ძალიან აქტიური იყო. ის ხშირად მოურიდებლად საუბრობდა სხვადასხვა თემებზე.

– ჩემმა პროფესიამ ადამიანების ცნობა მასწავლა. ვხვდები, ვინ როგორი პიროვნებაა, კეთილია, ბოროტია, სუფრასთან როგორია… კაცს, რომელსაც არ შეუძლია, დედის სადღეგრძელო წარმოთქვას, ის რა კაცია? არადა, ასეთი ადამიანებითაა გაძეძგილი ეს ქვეყანა.

პოლიტიკოსები, მსახიობები, მწერლები სულ ერთმანეთს ,,უძვრებიან”, ათას სიბინძურეს ვუყურებთ. რაც ყველაზე გამაღიზიანებელია, ეს ადამიანები მერე ეკრანიდან მორალს გვიკითხავენ…
დღის განმავლობაში ვფიქრობ დედაზე, შვილზე, მეუღლეზე, დაზე, მამიდაზე, მეგობრებზე, ჩემს პროფესიაზე… ვინ დამაჯერებს, რომ პოლიტიკოსები დღე და ღამე სამშობლოზე ფიქრობენ?..

სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილის პატრიოტიზმი ,,პუტინ ხუილოს” ძახილში გამოიხატება. მეტი არ იციან. განათლებული ადამიანი პროტესტის ამ ფორმას არ აირჩევს. დღეს გამოხატვის თავისუფლება თავხედობაში აქვთ გადასული. ყველაზე დიდ პროტესტს უმოქმედობა იწვევს. ობიექტურად რომ შევხედოთ, ქვეყანაში ბევრი რამ კეთდება, მაგრამ აფიშირება ნაკლებად ხდება. ხალხი კი დაპირებების ასრულებას ელოდება. “ხომ შეგვპირდა და რატომ არ გააიაფა?” ამ ქვეყანაში ხალხს არა აქვს თვითრეალიზების უნარი. ან აქვს და ამბობს: – კარგი, რა, 500 ლარზე ვიმუშაოო?

უმადურობაც ჩვენი ხალხის სენია. რაც უნდა გააკეთო, ერთი თუ შეგეშალა, იცოდე, ის ათასი სიკეთე აღარავის აინტერესებს. უმადურობა უნიჭობაცაა..

ეს “ჯოს! ჯოს!” აღარ უნდა დამთავრდეს? ალბათ ჯერ კიდევ დიდი დროა საჭირო იმისთვის, რომ სახელმწიფოებრივად ვიაზროვნოთ, – უყვებოდა ,,გზას” ნიკა ქაცარიძე.