,,ლელოს” წევრი, მწერალი თეონა დოლენჯაშვილი ინგა გრიგოლიას გადაცემა ,,რეაქციის” სტუმარი იყო, სადაც პრემიერ ღარიბაშვილზე ისაუბრა და 15 წლის წინანდელი ამბავი გაიხსენა:
-15 წლის წინანდელი ამბავი გამახსენდა. ჩვენ ღრიბაშვილის ოჯახთან ერთად სურამში ვისვენებდით – ნუნუკა, ბავშვები… ისინი ქირაობდნენ სურამში ერთ ოთახს. მე მაინტერესებს ძალაუფლების ანატომია. როგორ ხდება ადამიანი 15 წელიწადში მეფე, ფეოდალი?! ირაკლი ღარიბაშვილი მაშინაც ,,ქართუ ბანკში” მუშაობდა, მაგრამ ის იყო ჩვეულებრივი, საშუალო მოქალაქე. 2012 წლის შემდეგ იწყება გასაოცარი მეტამორფოზა, ისინი არიან ფეოდალები.
დღეს ჩვენი ქვეყნის სახეები არიან ის ადამიანები, რომლებიც დღეს ღარიბაშვილს იცავდნენ, ეს არის არქიფო სეთურის ქვეყანა! მართლა რას დაგამსგავსათ არქიფომ, რას ჰგავხართ!

