,,ალიას” ჟირნალისტი თამო კეშელევა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საახალწლო მიმართვას გამოეხმაურა ფეისბუქით. გთავაზობთ ამონარიდებს მისი პოსტიდან:,,ბევრ ბავშვს უჭირს, მაგრამ 6 ბავშვს უყიდა საახალწლო საჩუქარი… ჩემი მეგობრებიდან იმდენს ვიცნობ, ვინც მეტ ბავშვს დაეხმარა ამ ახალ წელს! აკა სინჯიკაშვილმა 700 ბავშვი გაახარა ახალ წელს! პრეზიდენტმა – 6, მეტი არ შემიძლიაო… სასახლეში ცხოვრება შეუძლია! სასახლის რემონტიც ძვირადღირებული სასახლისთვის ძვირადღირებული ავეჯის ყიდვაც შეუძლია! მერე ყოველ დღესასწაულზე მისი მორთვაც… აი, 6 ბავშვზე მეტს რომ დახმარებოდა საახალწლოდ, არ შეეძლო!.. ცოტა უხერხული ხომ არ არის სალონებ, აუზ და მაღაზიამოვლილი რომ დგას ახალგაფორმებული სასახლის წინ და გვეუბნება, რომ ახალი წელიც არ გვაქვს მოსალოცი? უკრაინის პრეზიდენტი ჯერ საოკუპაციო ხაზთან მივიდა, საქართველოში რომ ჩამოვიდა! თუ ასე ადარდებს საოკუპაციო ხაზი, მოელოცა იქიდან! 2018 წელს ბიძინას ცხვირ-პირით და ჯიბით რომ დაჯდა პრეზიდენტად, მაშინ აშენებული ჰქონდა ბიძინას 100 ქარხანა?
თავხედობა იყო პრეზიდენტის მწუხრი ახალ წელს, ფარისევლობაზე მეტად თავხედობა იყო, როცა გადაწყვიტა, რომ დაღლილი ხალხისთვის, ვისაც უნდოდა ახალ წელს იმედებით შეხვედროდა, ახალი წელი არ უნდა მიელოცა! როცა გადაწყვიტა, რომ სუფრასთან დამსხდარი ადამიანებისთვის სწორედ ახალ წელს ეთქვა იმ გაჩახჩახებული სასახლიდან – მე ვიცი, რომ ღატაკები ხართ, მაგრამ მე რა შემიძლია, იმასაც ვერ ვიტყვი, ვინ გაგაღატაკათ!
რაც შეეხება მეორე ნაწილს – იქ კიდევ უფრო თავხედი იყო, ადრესატი არ დაასახელა, ისე გვეძახა შურიანები, ბოღმიანები და სიძულვილით გაჟღენთილები!..
,,რა გითხრათ, რით გაგახაროთო” – თქვა და გადადექით, ქალბატონო პრეზიდენტო, თქვით, რომ ამ ქვეყანაში ვერ ხედავთ სამართალს და არც ბერკეტის გამოყენება შეგიძლიათ, გადადექით… თავხედი ხართ და თვალთმაქცი!.. როგორმე ერთმანეთთან მისასვლელი გზები უნდა მოვნახოთო, ამბობს, ქალი, რომელმაც ჯერ მხოლოდ აუზის, სალონის, სასახლის გზა ისწავლა! ვისთან მისასვლელ გზას ვეძებთ? კობახიძესთან და ღარიბაშვილთან?..
კვირაში მინიმუმ ორჯერ უნდა გელაპარაკათ პრობლემებზე და ახალი წელი უნდა მოგელოცათ, ან საერთოდ გაჩუმებულიყავით! ჩვენი ხალხი იმსახურებს იმედს და ეს იმედი ვერ იქნება კობახიძემდე მისასვლელი გზა!.. ჩვენ ყველანი ცუდები ვართ, მარტო სალომეა ანგელოზი… თუ დავინახავთ, რომ გვძარცვავენ, გვაღატაკებენ, მერე გაღატაკებულებს ტილიანებს გვეძახიან…”.

