,,სიცოცხლით სავსე ქალაქში არავინ იცის, სიკვდილი როდის ეწვევა ამ ადამიანს”

,,სიცოცხლით სავსე ქალაქში არავინ იცის, სიკვდილი როდის ეწვევა ამ ადამიანს"თეიმურაზ გავაშელი ,,სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფში” ძალიან მძიმე ფოტოს აქვეყნებს ჩვენი რეალობიდან, როგორ წევს რკინის ხიდზე ადამიანი.
,,დილით ისე ციოდა, ვკანკალებდი, დიდუბეში გავიარე და რას ვხედავ, ადამიანს სძინავს რკინაზე. არ შევეხებოდი პოლიტიკას, რომ არა ერთი ფაქტი, როდესაც საზოგადოებაში ავრცელებ აზრს, რომ სიცოცხლით სავსე ქალაქის წინამძღოლი ხარ და ეს ხდება შენს ქალაქში ან პროპაგანდისტი ხარ, ან ბრეინ ვოშინგს ახორციელებ ადამიანებზე, ან ,,ჩაგონების მეთოდს” იყენებ, კარგადაა ფსიქოლოგიაში ეს ხერხი ცნობილი… სიცოცხლით სავსე ქალაქში არავინ იცის, სიკვდილი როდის ეწვევა ამ ადამიანს. ალბათ ღმერთს უნდა, რომ იცოცხლოს, თორემ სხვანაირად არ ვიცი, როგორ ძლებს აქ”.