,,ფორმულას” კულინარიული შოუ ,,სამზარეულოს ომები” გიორგი ხარბედიამ და ლუკა ვერულაშვილმა მოიგეს. მათ პრიზად თბილისში ოროთახიანი ბინა გადასცეს. ,,ფორმულას” გენერალურმა დირექტორმა მონაწილეებს სიურპრიზი მოუწყო და ჟიურის სთხოვა, მეორე ადგილზე გასული წყვილიც გამოევლინათ. ჟიურის რჩეულები კახელი წყვილი გახდა, მათ ტელეკომპანიამ საჩუქრად ავტომობილი გადასცა. მესამე ადგილზე გასული წყვილი კი სხვა პრიზებთან ერთად მოპედებით დაასაჩუქრეს.

