ნაგავსაყრელზე ნაპოვნი ლეკვი მალე შვედეთში იცხოვრებს

ნაგავსაყრელზე ნაპოვნი ლეკვი მალე შვედეთში იცხოვრებსძაღლის ბედი აქვსო, სტელაზეა ნათქვამი. ნაგავსაყრელზე ნაპოვნი ლეკვი მალე შვედეთში იცხოვრებს/

,,ჩვენ ბევრი ვეცადეთ, სტელასთვის მოგვეძებნა მზრუნველი ოჯახი, მსგრამ ამაოდ, ჩვენი გოგო იყო ნაგავზე ნაპოვნი, მძიმე ვირუსგადატანილი და რაც მთავარია,უჯიშო, მაგრამ რამხელა სითბოს და სიყვარულს იტევდა, ეს დიდად არ აინტერესებდა არავის!

2 კვირა იცხოვრა ჩვენთან ერთად და იმდენად შეგვაყვარა თავი, რომ გადავიფიქრეთ გაჩუქება და გადავწყვიტეთ, წაგვეყვანა ჩვენთან ერთად ევროპაში. რადგან საბუთებს 3/4 თვე სჭირდებოდა, ჩვენ კი 1 კვირაში უკან ვბრუნფებოდით, მოვძებნეთ ძიძა, რომელმაც ანაზღაურების სანაცვლოდ შეიფარა და თებერვლის ბოლოს ეს უსაყვარლესი და უთბილესი არსება, რომელსაც ყველამ ზურგი აქცია და ნაგავზე გადააგდეს, შვედეთის სრულფასოვანი მოქალაქე გახდება და ვიცხოვრებთ ერთად”, – წერს ნინი სოციალურ ქსელში.