მსახიობი ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა – ,,შოკში ვარ, დაუჯერებელია!”

მსახიობი ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა - ,,შოკში ვარ, დაუჯერებელია!"უმძიმესი ინფორმაცია ვრცელდება, რომ მსახიობი ნიკა ქაცარიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. ის რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი გახლდათ და 43 წლის იყო,

,,ვერ ვი­ჯე­რებ, შოკ­ში ვარ“, ,,ეს რა უბედურებაა, დაუჯერებელია”, – წერენ მეგობრები სოციალურ ქსელში. სავარაუდოდ, მსახიობის გარდაცვალების მიზეზი გული გახდა.

ნიკა ქაცარიძეს მეუღლე და ორი შვილი დარჩა. პირველ იანვარს მსახიობი შვილებზე წერდა:,, სამყაროს იმედები. მხოლოდ ამიტო ღირს ცხოცრება, შვილები გაახარო”.

რამდენიმე საათის წინ ნიკამ დაწერა: ,,რო­გორც იქნა, ამოვ­ყა­ვი თავი სა­ცი­ვი­დან და მო­ვი­ცა­ლე მო­სა­ლო­ცად. გი­ლო­ცავთ 2022 წელს, სურ­ვი­ლე­ბის ახ­დე­ნის წელი ყო­ფი­ლი­ყოს ყვე­ლას­თვის”.