,,ლიტერატურის მუზეუმმა ანა კალანდაძის ლექსები ელენე ბაქრაძეს მიაწერა”

,,ლიტერატურის მუზეუმმა ანა კალანდაძის ლექსები ელენე ბაქრაძეს მიაწერა''ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემულ ელენე ბაქრაძის წიგნში ანა კალანდაძის ლექსები ელენე ბაქრაძეს მიაწერეს.

,,ახლახან ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემულ ელენე ბაქრაძის წიგნში ანა კალანდაძის 2 ლექსის ავტორობა მიწერილი ჰქონია ელენე ბაქრაძეს! პაოლოს აღარ დასჯერდნენ და ანასაც მისწვდომიან! კი, მაგრამ ექსერტი თუ არა, ვინმე ჭკუის საკითხავი ადამიანი მაინც აღარა გყავთ?
ანას ლექსები, ვიდრე წიგნად დაიბეჭდებიდა, მანამდე ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა და ემჩნევა, პოეზიის მოყვარულმა ელენე ბაქრაძემ უბრალოდ გადაწერა ეს ორი ლექსი საკუთარ ბლოკნოტში!
მე ეს წიგნი არ მინახავს და ამიტომ დაუჯერებლად მეჩვენება ასეთი რამ! ნეტა ვცდებოდე, ბოდიშს მოვიხდიდი”, – წერს პოეტი გიორგი ლობჟანიძე.