,,ხვალ შენს საყვარელ თეატრში ვერ გამოგემშვიდობები და გულში ვერ ჩაგიკრავ” – ვალერიან გამგებელი

,,ხვალ შენს საყვარელ თეატრში ვერ გამოგემშვიდობები და გულში ვერ ჩაგიკრავ" - ვალერიან გამგებელიმსახიობ ნიკა ქაცარიძეს ხვალ მისი საყვარელი რუსთაველის თეატრიდან გამოემშვიდობებიან. მსახიობის ბიძა,მადრიდში მცხოვრები ტენორი ვალერიან გამგებელი წერს:

,,სიტყვებით ვერ გამოვხატავ ტკივილს, რომელიც შენმა ასე მოულოდნელმა სიკვდილმა მომაყენა,  ჩემო სისხლო და გულო, ჩემო ნიკუშა. ალბათ დროც ვერ განკურნავს ამ სევდას, სანამ ცოცხალი ვარ ამ ქვეყანაზე. უფრო მიძლიერდება ეს ტკივილი, როცა არ ძალმიძს, ხვალ შენს საყვარელ თეატრში გამოგემშვიდობო და გულში ჩაგიკრა საბოლოოდ. მხოლოდ დამრჩენია ის, რომ უფალს შევევედრო,  რომ ნათელ-სასუფეველი დაგიმკვიდროს ზეციურ საქართველოში!”.