ხელის კრემის რეცეპტები – როგორ მოვამზადოთ სახლში

ხელის კრემის რეცეპტები - როგორ მოვამზადოთ სახლში,,სარკე”, აზა გაგოშიძე

მოვლილი ხელები ქალის სავიზიტო ბარათია, რომელიც თავს უვლის. გთავაზობთ შინაური კრემების რეცეპტებს, რომლებიც ხელების მოვლაში დაგეხმარებათ.

გვირილისა და გულყვითელას (კალენდულა) კრემი

1/2 ს.კ. გვირილას გამხმარი ყვავილები და ამდენივე გულყვითელას ყვავილები (აფთიაქში იყიდება), 1 ჭიქა ცხელ წყალში 1 საათი დატოვეთ, შემდეგ გადაწურეთ, 1 ჩ.კ. თაფლი და 50 გ ნაღების კარაქი დაუმატეთ, კარგად ათქვიფეთ.

მრავალძარღვას კრემი

1 ს.კ. გამხმარ მრავალძარღვას ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე დაასხით და 8-9 საათი დადგით თავდახურული ჭურჭლით. შემდეგ გადაწურეთ, 50 გ ნაღების კარაქი, 1 ჩ.კ. თაფლი დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ.

ვარდის კრემი

ერთი ვარდის ფურცლები დასრისეთ და 2 ს.კ. გამდნარი ღორის ქონი შეურიეთ.