ინგა გრიგოლია: ,,ვისწავლე, როგორ არ უნდა გასკდეს გული, როცა გენატრება და აღარაა”

ინგა გრიგოლია: ,,ვისწავლე, როგორ არ უნდა გასკდეს გული, როცა გენატრება და აღარაა"3 წელი გავიდა, რაც ტელეჟურნალისტი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა. ის 33 წლის იყო. ჟურნალისტი მეგობრებთან ერთად ბუდაპეშტში იყო და იქ მოულოდნელად გარდაიცვალა.

,,დღევანდელ დღეს, 21 იანვარს წავიდა. ვისწავლე, როგორ არ უნდა გასკდეს გული, როცა მეგობარი გენატრება და იცი, რომ აღარაა. ეს ბიჭი, მოუნელებელი ტკივილი და უსაშველო მონატრება როგორ მიყვარს” – წერს ტელეჟურნალისტი ინგა გრიგოლია.

ლევან ჩხაიძემ ჟურნალისტური საქმიანობა „რადიო ჯაკოში“ დაიწყო. მოგვიანებით ის მუშაობდა ჟურნალისტად და წამყვანად ტელეკომპანიებში  „იმედი“, „მაესტრო“, „მე-9 არხი“, „იბერია“. ბოლოს კი ტელეკომპანია ,,პირველში” საინფორმაციო-პოლიტიკური გადაცემა მიჰყავდა.