ბოლო დღეებში მუდმივად ტრიალებს თბილისის მერის, კახა კალაძის ვიდეოს ძველი ჩანაწერი, სადაც ის ამბობს, რომ თბილისში ბინა არ აქვს და გლდანში ცხოვრობს. სოციალურ ქსელში ქილიკობენ, რომ თურმე გლდანი თბილისი არ ყოფილაო. ამ აჟიოტაჟს ტელეჟურნალისტი ინგა გრიგოლია ეხმიანება და წერს:
,,ნუ შემომივარდებით და ნუ დამიწყებთ პოლიტიკური ქვეტექსტების ძებნას ამ სტატუსში. ძალიან გამაღიზიანა კალაძეზე და გლდანზე ატეხილმა ამბავმა და მომინდა, დამეწერა.
ახლა რომ აიწია ერთი ამბავი და ვნებათაღელვა, მართლა არ ჰქონდა თბილისში ბინა კახის, მართლა გლდანში ცხოვრობდა, მგონი, მამიდასთან, მართლა ძალიან უჭირდა, რამდენადაც ვიცი და არაფერი ტყუილი არ უთქვამს. პლუს, გლდანი თბილისი არააო, ეგ არ უთქვამს. ობიექტურიბა ძალიან მნიშვნელოვანია კრიტიკისას. წლების წინ ყველანი რომ ვამაყობდით მისი საფეხბურთო წარმატებებით, ეგეც მისი შრომის შედეგი იყო. იმ ნათესავის სახლიდან, გლდანიდან დადიოდა სავარჯიშოდ. ჰოდა, რა უბედურებაა ეს ,,გლდანი თბილისი არაა”-ს აგორება, თან როცა არ უთქვამს… ,,ოცნების” დავალებით არ ვწერ სტატუსს, ჩემი პირადი სათქმელია ამ ,,გლდანის აურზაურში”.

