ბიზნესმენ ირაკლი ჭკადუას მეგობრები დასტირიან. ის გუშინ მოულოდნელად გარდაიცვალა. როგორც წერენ, გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გული გახდა.,,გული გამისკდება! ჩემი ირაკლი… განადგურებული ვარ”, – დაწერა ,,ჩცდ”-ს მსახიობმა ნანუკა გულუამ.
,,მეგობრებისთვის დაბადებული ადამიანი. ჩემო ძმაო ირაკლი, ღმერთმა ნათელში გამყოფოს. ძალიან მძიმე დილა გათენდა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ცხოვრების ასეთი მოყვარული ადამიანი დაგვტოვებდი”, – წერს პროდიუსერი კახა მამულაშვილი (მამულიჩა).
ჩემი გემრიელი და ბაჯაღლო კაცი ხარ შენ. იყავი და იქნები ყოველთვის ჩემს გულში. გუშინწინ ერთი მეგობარი მოკლეს საბერძნეთში, გუშინ შენ დაგვტოვე, რა უბედურებაა, რაზე ვიფიქრო, ვეღარც ვხვდები. ღმერთმა გაანათლოს თქვენი სული”, – წერს მომღერალი ბექა ჩხაიძე.
ირაკლი ჭკადუა სამშენებლო კომპანიის დირექტორი იყო.

