მომღერალ გიორგი სუხიტაშვილის გულშემატკივრები კარგად იცნობენ მის მარტოპაპას და მის კარალეთურ ცხოვრებას. იციან მათი ვირის, ვასიას შესახებ, რომელიც ეგონათ, რომ მოკვდა, მაგრამ ცოცხალი აღმოჩნდა და ახლა მკურნალობენ.,,ჩემო ძვირფასებო, გაოცებული ვარ ამხელა ყურადღებით, იმდენი მესიჯი დამხვდა ახლა, რომ ვერ გპასუხობთ. არ მინდოდა ამ ფოტოების დადება, მაგრამ იმდენ ადამიანს აინტერესებს ვასიას (ვირის) ამბავი და ამიტომ ვაქვეყნებ. ჩემი მოხუცი ვირი ცუდადაა. პაპას საერთოდ მკვდარი ეგონა,
დღეს დილას ჩემი ბავშვობის მეგობარი მივიდა მამამისთან ერთად, რომ დაემარხათ. ჰოდა აღმოაჩინა, რომ ცოცხალია, ცოტა წყალიც დაალევინა ცოტა საკვებიც მისცა.
ჩემს ვეტერინარ მეგობრებს შევეხმიანე, მითხრეს, რა მადიკამენტები მიმეცა, ჩავედი, ნემსები გავუკეთე, ცოტა პური შეჭამა და ველოდები, რა იქნება. ხვალაც მივდივარ აუცილებლად, რადგან ეს დღეები უნდა გავუკეთო წამლები.
მიუხედავად იმისა, რომ ბოსელი კაპიტალური ნაგებობაა, ჭერი თივით და ნახერხითაა გამოტენილი, ვირუკას დაფარებულია აქვს, თივაზე წევს და არ ცივა. ხვალ მაინც ვეცდები, დამატებით სითბო გავაკეთო.
თვითონ ძალიან სუსტად და უიმედოდ ვამოიყურება, პაპას ამიტომ ეგონა მკვდარი. ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო, რომ გადარჩეს.
კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ათასობით ადამიანს (არ ვაჭარბებ ათასობითაა ასეთი), ვისაც გიყვართ ცხოველები და განიცდით მათ ამბავს.
ვასია (ვირი) 23-25 წლისაა (დაახლოებით) და სავარაუდოდ ასაკის გამოა ასე, ძალიან მინდა, გადარჩეს და კიდევ დიდხანს იყოს ჩვენს ეზოში. იმედია, არ დაგვტოვებს და ისევ გაახალისებს ეზოს თავისი ყროყინით”, – წერს მომღერალი

