,,ეს ტყვიები ვნახე, სავარაუდოდ მიზანმიმართულად ისროდნენ”

,,ეს ტყვიები ვნახე, სავარაუდოდ მიზანმიმართულად ისროდნენ"ახალი წლის ღამე ცხოველებისთვის და ფრინველებისთვის ნამდვილი განსაცდელია, ზოგი ვერ უძლებს და შიშით კვდება. ამას ისიც დაემატა, რომ ვიღაცებმა მათ ტყვიები ესროლეს. სოციალურ ქსელში ვრცელდება პოსტი:

,,აი, ეს ტყვიები ვნახე ზუსტად იქ, სადაც ყუთი მიდგას ძაღლის და ღამეს ათევენ. არ არის გამორიცხული, მიზანმიმართულად ისროდნენ. საცოდავები დამალულები იყვნენ, ღამე დილით ერთი, ორი _ ვერა. იმედია, ცოცხლები იქნებიან. და საქართველოს მთავრობა, ხომ შეიძლება ეს მარაზმი და ცხოველებზე და ფრინველებზე ომი დავასრულოთ, ავკრძალოთ!