ახალგაზრდა მამაკაცი, ღუდუშაურის კლინიკის თანამშრომელი, აიტის სპეციალისტი, დავით პაპასკირი კორონავირუსით გარდაიცვალა. ის ახალი დაქორწინებული იყო, მას ჯვრისწერა ნოემბერში ჰქონდა.
„ეს რატომ გაგვიკეთე, ვინ მოვა აწი ჩემთან სახლში, ვინ გამაცინებს, ვინ იჩხუბებს, ვინ მოყვება უაზრო ისტორიებს, ვინ დაჯდება შენს ადგილას. იმდენი გეგმა გვქონდა 5 მუშკეტერს. ახლა სად წავიდეთ მარტო ? როგორ დავიჯერო, რომ აღარ ხარ. საუკეთესო ძმა, მეგობარი იყავი. შენ ჩვენი გული თან წაიღე. ალბათ მალე ერთმანეთს შევხვდებით. მიყვარხარ“,- წერს მეგობარი.
პრაიმტაიმი

