ორმაგი ტკივილი და ტრავმაა, როცა ოჯახს ახლობელი უკვდება კლინიკაში, მის ნაცვლად კი სხვის ცხედარს ატანენ სახლში. ამგავრი ფაქტები უკვე ძალიან გახშირდა. ამჯერად თეა წიკლაური წერს ძალიან ემოციურ პოსტს:
,,ჩემო ფუტკარივით მშრომელო ბებო, როგორ ვაპატიო ,,კლინიკა რუსთავს” შენი გატაცება. დღემდე ვერ გავარკვიე, იქ კრიმინალები არიან თუ მედპერსონლი. უპასუხისმგებლო, უტვინო, უთავმოყვარეო ყველა სფეროშია, მაგრამ რაც რუსთავის საავადმყოფომ გააკეთა, ამას სახელი არ აქვს. ,,კლინიკა რუსთავში” გარდაიცვალა ბებო. დაგვირეკეს ,,დიდი მწუხარებოთ” და სანამ თბილისიდან რუსთავში ჩავედით, სხვას გაატანეს. ყასაბები! ხელცარიელს ხომ არ გამოგვიშვებდნენ და სხვისი მიცვალებული გამოგვატანეს”.

