ცნობილ წყვილს, მსახიობ აჩიკო სოლოღაშვილს და ტელეწამყვან ნუცა ქავთარაძეს ქორწინებიდან 8 წლის შემდეგ ეყოლათ შვილი – სანი. ნუცა ძალიან ყურადღებიანი და დაკვირვებული დედა აღმოჩნდა, მალევე მიხვდა, რომ შვილს ექიმის დახმრება სჭირდებოდა. მან შვილის დიაგნოზზე ,,იმედის” დილაში ისაუბრა:
-როდესაც სანი დაიბადა, ვღელავდი. მეგონა, რომ რაღაც სჭირდა. გარშემომყოფები მამშვიდებდნენ, რომ გამივლიდა. ვატყობდი, რომ ბავშვს რაღაც სჭირდა. მოვიარე არაერთი ექიმი და მეუბნებოდნენ, რომ ეს უბრალოდ ჩემი განცდები იყო, სანამ ერთ მათგანს არ მივაგენი, რომელმაც დამიჯერა. საუბარია პილოროსტენოზზე, რომელიც თავს იჩენს სამ-ოთხ თვემდე.
სანის დაბადებიდან ორ კვირაში დაუდგინდა მწვავე რეფლუქსი, რასაც მკურნალობაც არ სჭირდება, თავისით გაივლის. მეც სამი თვის მოლოდინში ვიყავი. როდესაც სანი იყო თვის და თხუთმეტი დღის, მას დაემართა სპაზმი. ერთ დღეს მივხვდი, რომ ჩემს შვილს სუნთქვა არ შეუძლია, რომ ამოისუნთქოს, ის ვეღარ სუნთქავდა. ეს იყო შოკის მომგვრელი. ახლაც მიჭირს ამაზე გულგრილად საუბარი. ეს იყო ძალიან რთული. ესეც დაბრალდა იმას, რომ მას ჰქონდა რეფლუქსი. ეს სპაზმები ერთი კვირის განმავლობაში რვაჯერ განმეორდა. არ ვიცოდი, რა მექნა.
მინდა, ახალბედა დედებს ვუთხრა, როდესაც გაქვთ შეგრძნება, რომ თქვენს შვილს რაღაც აწუხებს, ენდეთ თქვენს თავს და ნახეთ ადამიანი, რომელიც მოგისმენთ, მიგიყვანთ სწორ დიაგნოზამდე. აღმოვაჩინეთ, რომ სანის აქვს პილოროსტენოზი. თვის და 21 დღის სანის ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. სხვანაირად ეს არ იკურნება. ის განსაკუთრებით ბიჭებშია ხშირი. პედიატრი თემურ მიქელაძე არის ის ადამიანი, რომელთაც ერთადაც აღმოვაჩინეთ ეს დაავადება.

