,,არ მჯერა, ამის გააზრება რომ მიწევს” – ოზურგეთელი ფეხბურთელი გარდაიცვალა

,,არ მჯერა, ამის გააზრება რომ მიწევს" - ოზურგეთელი ფეხბურთელი გარდაიცვალა„შენ ხარ მზე … მზე, რომელიც არ ამოვიდა… “ – 27 წლის ასაკში ოზურგეთის „მერცხალის” ყოფილი მეკარე. ლევან კალაჯიშვილი გარდაიცვალა. მას მძიმე სენის დიაგნოზი ცოტა ხნის წინ დაუსვეს, დაიგეგმა ოპერაციაც, თუმცა მდგომარეობა მალე დამძიმდა. სამწუხაროდ, ახალგაზრდა ფეხბურთელი მოულოდნელად გარდაიცვალა.

„არ მჯერა, ამის გააზრება რომ მიწევს. ერთ მერხთან ვისხედით ბევრი წელი, ერთი აზრები გვქონდა, ერთი ურთიერთობა, რომელიც არც ერთ სხვას არ ჰგავდა, უამრავი ლამაზი მოგონება მაკავშირებს შენთან. მე-6 კლასში ვიყავით, სპექტაკლი დავდგით ,,მე ვხედავ მზეს”. მე ხატია ვიყავი, შენ – სოსოია. იმ დღის მერე ასე მივმართავდით ერთმანეთს – ჩემო ხატია, ჩემო სოსოია… ჰოდა, ჩემო სოსოია, შენ ახლა ახლოს ხარ მზესთან და ახლა ნამდვილად ხედავ მას, შენ შენი მზე გულით დაგქონდა ყოველთვის. ახლა მისი ჯერია, მან უნდა გაგათბოს და განახოს სინათლის სხივი…. მიყვარხარ და მეყვარები სამუდამოდ. შენ ხარ მზე… მზე, რომელიც არ ამოვიდააა. ჩვენი მეგობრობა მზის ფერია… სამუდამოდ“, – წერს თანაკლასელი სოციალურ ქსელში.

exclusivetv.ge