,,ამგენის დარდი მკლავს, რა ვაჭამო, არ ვიცი” – მარტოხელა ბებო ფისოებისთვის საჭმელს ითხოვს

,,ამგენის დარდი მკლავს, რა ვაჭამო, არ ვიცი" - მარტოხელა ბებო ფისოებისთვის საჭმელს ითხოვსსოციალურ ქსელში ვრცელდება მოხუცი ბებოს ვიდეო ოზურგეთიდან, დაბა ანასეულიდან, რომელიც მარტოხელაა, შვილი და ქმარი გარდაცვლილი ჰყავს. ბებო წუხს, რომ მიკედლებულ ფისოებს ვეღარ აჭმევს. ვიდეოში ბებო ამბობს:

,,მოგესალმებით, ღვთისნიერო ადამინებო. ვცხოვრობ მარტო, ვარ პენსიის ანაბარა. შემომეჩვია 6 კატა, ძალიან ლამაზები, საყვარლები, მაგრამ საშუალება არ მაქვს, რომ ვარჩინო. დილას რომ ვდგები, იმის ფიქრი მაქვს, ამათ რა ვაჭამო. მარტო პურს არ ჭამენ. ვერც ვნახე ვინმე, რომ წაიყვანოს და ცოტა შემიმსუბუქოს პირობები. კიდევ ძაღლი მყავს და აღარ ვიცი, რა ვქნა, რა ვაჭამო, ამგენის დარდი მკლავს”.

გიო სალუქვაძე პოსტს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას მოხუცი ქალის დახმარებას სთხოვს:

,,მე რა დავამატო ამ სიტყვებს, რასაც ეს ქალბატონი ყვება… უბრალოდ ერთი თხოვნა მაქვს, თუ ვინმეს შეგიძლიათ, რომ დაეხმაროთ კატების საკვებით… ყოველ დილით აცრემლებული მხვდება, რა ვაჭამო, აღარ ვიციო.. პირადში შემიძლია, ამ ქალბატონის ნომერიც მოგცეთ, რომ დაუკავშირდეთ, ვიდეოზარითაც დაგალაპარაკებთ, თუ გენდომებათ.
დანიშნულება: ბებოს ფისოებისათვის.
მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი
ს/კ: 400150322
საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი -BAGAGE22
ანგარიშსწორების ანგარიში: #GE60BG0000000786573700
#GE10TB7903045061100076 იზაბელა გაგოშიძე”.