ამ წუთებში ემიგრანტები ქართულ ტაძართან იკრიბებიან – ,,ნაპოლის ქართველებო, სასწრაფოდ გამოდით, ყველანი აბსოლუტურად!”

ამ წუთებში ემიგრანტები ქართულ ტაძართან იკრიბებიან - ,,ნაპოლის ქართველებო, სასწრაფოდ გამოდით, ყველანი აბსოლუტურად!"exclusivetv.ge-ის ინფორმაციით, ამ წუთებში ქართველი ემიგრანტები იტალიაში, ქალაქ ნაპოლში, ქართულ ტაძართან იკრიბებიან. საპროტესტო აქციას აწყობენ. პროტესტი ორი დღის წინ  გაუჩინარებულ სალომე ტეტუნაშვილის ამბავს უკავშირდება. ტეტუნაშვილი  ნაპოლში მოხუცი ქალის მომვლელად მუშაობდა, 22 იანვარს სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მას უკანასკნელი სატელეფონო საუბარი  მეგობართან დღის 16:00 საათზე ჰქონდა და მას შემდეგ კავშირი შეწყდა.

ამ დროისთვის, ნაპოლის ქართულ ტაძართან შეკრებილი რამდენიმე ემიგრანტი, ქართველ ემიგრანტებს საპროტესტო აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

-ნაპოლის ქართველებო, ყველას მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამოდით ქართულ ტაძართან, ყველანი აბსოლუტურად! გეტკინოთ სხვისი ტკივილი, ყველას თავს შეიძლება ასეთი ამბავი მოხდეს, ძალიან გთხოვთ, ყველანი გამოდით. ბევრნი ვართ და დავუდგეთ გვერდით ამ ქალბატონს, რომ შვილი ვაპოვნინოთ, – მოუწოდებს ერთ-ერთი ემიგრანტი საზოგადოებას.

exclusivetv.ge