,,ალაპარაკონ ბებო, რომელსაც სალომე უვლიდა, თორემ ძალით შევიჭრებით სახლის გასაჩხრეკად!.. იტალიაში მკვდარია საქართველოს საელჩო!” – ემიგრანტები დახმარებას ითხოვენ

,,ალაპარაკონ ბებო, რომელსაც სალომე უვლიდა, თორემ ძალით შევიჭრებით სახლის გასაჩხრეკად!.. იტალიაში მკვდარია საქართველოს საელჩო!" - ემიგრანტები დახმარებას ითხოვენქართველ ემიგრანტებს, განსაკუთრებით კი ნაპოლში მცხოვრებლებს გუშინ მძიმე ღამე ჰქონდათ. ისინი ნაპოლში, ქართულ ტაძართან შეიკრიბნენ. პროტესტი 22 იანვარს გაუჩინარებულ სალომე ტეტუნაშვილის ამბავს უკავშირდებოდა. ის ნაპოლში მოხუცი ქალის მომვლელად მუშაობდა. ნაპოლშია სალომეს დედაც.

იქ მცხოვრებ ემიგრანტებს ეჭვი აქვთ, რომ ოჯახმა, სადაც სალომე მუშაობდა, ბევრი რამ იცის, მაგრამ არაფერს ამბობენ. ოფიციალური განცხადებები ჯერჯერობით არ გაკეთებულა, დუმს იტალიაში საქართველოს საელჩოც.

,,დღეს იმაზე მეტი უნდა ვიყოთ, ვიდრე გუშინ. აუცილებელია ადვოკატი,  შემდეგ კანონის გათვალისწინებით მოქმედება. უპირველესად მკაცრად და სასტიკად მოვითხოვოთ, გამოვიდეს ოჯახის უფროსი და დეტალურად ახსნას,  თუ რა მოხდა. საშუალება უნდა მოგვცეს, რომ ილაპარაკოს თვითონ ბებომ  ყველა მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო დეტალზე. მშვიდობიან ფარგლებში მოვთხოვოთ, დანიშნულ დროში ალაპარაკდეს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებულები გავხდებით, ძალის გამოყენებით შევიდეთ მის სახლში და ჩვენვე ჩავატაროთ ჩხრეკა და დავუმტკიცოთ და გავაგებინოთ, რომ ჩვენ არ ვართ მხოლოდ მომვლელები და ძალაუფლებები ჩვენც გაგვაჩნია, არ დავნებდებით არც ერთ შემთხვევაში. ნუ გავხდებით უსუსურები. ეს უნდა იყოს ძალიან კარგი ორგანიზირებული, ხალხო და არა ისე, როგორც გუშინ”, – წერს ერთ-ერთი ემიგრანტი.

,,საქართველოში, იტალიის საელჩოსთან უნდა მოაწყონ აქცია, სანამ არ შეგხვდებათ ელჩი და არ დაჰპირდება დახმარებას. იტალიაში მკვდარია საქართველოს საელჩო”, ,,სალომეს დედა წაიყვანეს გუშინ ღამით პოლიციაში განცხადების შესატანად. აწი იმოქმედებს პოლიცია და გაირკვევა რაღაც”, – წერენ ემიგრანტები.