მამაკაცს, რომელიც ზაფხულში ბათუმში ტრაგიკულად დაიღუპა, დღეს 26 წელი შეუსრულდებოდა. გოგი ტარიელიძე ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, მეხუთე სართულიდან ჩამოვარდა. ის ამ დროს სარეკლამო ბანერს ამონტაჟებდა. მას მეუღლე, ხატია დიასამიძე და ორი შვილი დარჩა.ძალიან მძიმე წასაკითხია, როგორ ულოცავს გარდაცვლილ ქმარს დაბადების დღეს ახალგაზრდა ქალი, რომელიც უდიდესი ტკივილით ცხოვრობს.
,,ვერ შესრულებულ 26 წელს გილოცავ, ჩემო სიყვარულო. მე და შენ ასე არ გვჩვევია, მაგრამ ასეც ხდება თურმე ამ სამყაროში. ამბობენ, დედამიწაზე ერთი ადამიანისთვის აუცილებლად მეორე იბადებაო, შენ ხომ 24 დეკემბერს ჩემთვის დაიბადე, შენი ხატიკოსთვის დაიბადე, იმ ქალისთვის დაიბადე, რომელსაც არასდროს დაავიწყდები.
მადლობა, რომ 24 დეკემბერს ჩემთვის დაიბადე. მადლობა, რომ 16 წლის ასაკში ჩემამდე მოხვედი, მადლობა, რომ 19 წლის ასაკში შენი ცოლის სტატუსი მაჩუქე. მე ხომ დღეიდან ორი დაბადების დღე მაქვს: 7 ნოემბერი და 24 დეკემბერი…
დღეს ღამის 12-ის ნახევარზე შენთან რომ მოვდიოდი, თოვლიან და მოლიპული გზის მაგივრად პირდაპირ ვიყურებოდი იმ კოშკისკენ, სადაც 100 წლის შემდეგ მეც უნდა მოვიდე და მაინც იმიტომ არ ვახამხამებდი თვალებს, რომ მოლოდინი მქონდა, იმ უკუნეთ ღამეში ლანდად დაგინახავდი!.. სათითაო ვარსკვლავს ცალ-ცალკე ვარკვირდებოდი, იქნებ ჩემი მფარველი ანგელოზი დავინახო-მეთქი, ხელიც დაგიქნიე, დაბადების დღის სიმღერაც გიმღერე.
ღრმად სუნთქვა დავიწყე, მე ვერ გხედავ, მაგრამ აქ იქნები და შენს სურნელს მივხდები-მეთქი. იმდენად ვირწუნე ეს, რომ შენ მართლაც ჩემთან იყავი. როგორ გაგიხარდა, გეგონა, არ მოვიდოდი? ტორტი დაგიტოვე, ყველაზე ბევრი მარწყვი შენ დაგიდე. მიყვარხარ ისე, როგორც ვერავინ შეიყვარებს ვინმეს!” – წერს ხატია დიასამიძე.

