ვარკეთილში ახალგაზრდა მამაკაცმა ორსული ცოლი მისი 13 წლის ძმის თვალწინ მოკლა და ადგილიდან მიიმალა. ამის შესახებ ინფორმაციას .მთავარი არხი” ავრცელებს. მედიის ცნობით, გარდაცვლილი 22 წლის ახალგაზრდაა, რომელსაც 1 წლამდე ასაკის შვილი დარჩა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი უკვე დაკავებულია.
შსს მომხდარის შესახებ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

