ხელვაჩაურის რიონის სოფელ ჭარნალში შემზარავი ტრაგედია მოხდა. მამაკაცმა ცოლი და 21 წლის ბიჭი ნაჯახით მოკლა, მერე კი თავი მოიკლა. სახლიდან ცოცხლებმა გაასწრეს მამაკაცის დედამ და ქალიშვილმა.
-თემური ბოლო დროს ფსიქოტროპულ მედიკამენტებს აღარ იღებდა, ცოლი ეხვეწებოდა, დაელია, მაგრამ არ უჯერებდა… მშრომელი, პატიოსანი და მოსიყვარულე ოჯახი იყო. ლევანი ცოლის შერთვას აპირებდა…
გულოს ცხედარი საძინებელშიი უნახავთ. ეტყობა, წინააღმდეგობას უწევდა ქმარს და ბიჭი დედის საშველად შევარდა. მამამ თავში ჩაარტყა ნაჯახი, დაჭრილ ლევანს გარეთ გასვლა მოუხერხებია, მაგრამ მამა გაკიდებია და კიბეებთან აქვს უკნიდან ჩარტყმული და ასე მოკლა შვილი…
ამის შემდეგ თავის დასთან დაურეკავს, ცოლ-შვილი მოვკალი, ფული აქ და აქ დევს, მოდი და დაასაფლავე ესენი, მე ახლა თავს მოვიკლავ და შენ გამასვენეო…
ყველა შინაურმა იცის, რომ წამლებს სვამდა. თურმე, მის ცოლს ნათესავები ეუბნებოდნენ, წამოდი იქიდან, არ გეშინია რომ მოგკლასო. მაგრამ ამბობდა, ვერ წამოვალო. თუმცა ამას ვინ წარმოიდგენდა. სხვებთან აგრესიული არასოდეს ყოფილაო. რა დაემართა, არ ვიცით, – უყვება ,,კვირის პალიტრას” ოჯახის ახლობელი.
კვირის პალიტრა

