,,წერილი დატოვა, სადაც ბოდიშს უხდის ოჯახს” – ჯიმი ქუქალიას მეგობარი

,,წერილი დატოვა, სადაც ბოდიშს უხდის ოჯახს" - ჯიმი ქუქალიას მეგობარიგავრცელებული ინფორმაციით, 37 წლის ჯიმი ქუქალიამ სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. როგორც მეგობარი ,,პრაიმტაიმთან” ამბობს, მან წერილი დატოვა, სადაც ახლობლებს ბოდიშს უხდის.

– ჯიმი საუკეთესო სპეციალისტი იყო საქართველოში. ის ხელოსანი კი არა, ნოვატორი იყო. მას შეეძლო „მერსედესის“ მარკის ავტომობილების ძრავისთვის ცხენის ძალა მოემატებინა და საერთოდ გადაეკეთებინა მისი მონაცემები. ყველა, ვისაც ავტომობილზე რაიმე პრობლემა ჰქონდა, მასთან გარბოდა. იცოდნენ, რომ ის აუცილებლად დაადგენდა მიზეზს და აღმოფხვრიდა…

დაახლოებით 2018 წლიდან დაიწყო მისი ფინანსური პრობლემები. როგორც ახლა გავიგე, აზარტულ თამაშებსაც თამაშობდა, მაგრამ რა გახდა მისი სუიციდის ზუსტი მიზეზი, ჯერ არ ვიცით.. დატოვა წერილი, სადაც ბოდიშს უხდის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ასეთი დასასრულის გამო, – ამბობს ,,პრაიმტაიმთან” ჯიმის მეგობარი.

პრაიმტაიმი