თინათინ მღვდლიაშვილი შველას ითხოვს – ,,ქართველებო, განსაცდელი მიდგას”

თინათინ მღვდლიაშვილი შველას ითხოვს - ,,ქართველებო, განსაცდელი მიდგას"პოეტი და მხატვარი თინათინ მღვდლიაშვილი შველას ითხოვს. წერს, რომ მისი სახლი დაიტბორა.
,,მეგობრებო, ქართველებო! დიდი განსაცდელი მადგას! დახმარება მჭირდება. ჩემი სახლი მთლანად დატბორილია. მიშველეთ! ჩემი ნახატები და წიგნები წყალში ტივტივებენ! რისკით ჩავრთე უნტერნეტი. აქაც წყალია! მისამართი. დუმბაძის პრ. მე 4 ა/ მკ-რნი. მე-9 კორპუსი. 7 სადარბაზო. ბინა 112. ტელეფონი 571773177″.
,,თუ ვინმეს გღვიძავთ მამაკაცებს, იქნებ ეს პოსტი წაიკითხოთ და მიეხმარით პოეტ ქალბატონ თინათინ მღვდლიაშვილს. სამაშველოში დავრეკე და ჯგუფი უკვე გააგზავნეს. იქნებ ვინმემ, ვინც ახლოს ხართ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მიეხმაროთ”, – წერს ნათია ფრანგიშვილი.
თინათინ მღვდლიაშვილი მუხიანში მარტო ცხოვრობს.