საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ბრიფინგზე ,,მთავარის” ჟურნალისტის, თათია წოწონავას მამას გადასწვდა.
,,მამისგან მოდის, თუ ის გეუბნებათ… ჩვენი კოლეგა იყო მამათქვენი. რა ვიცი, შვილი და მამები…” – ასე აირიდა მინისტრმა ჟურნალისტის კითხვა.
თათია წოწონავას მამა, უჩა წოწონავა ზალკალიანს სოციალური ქსელით გამოეხმაურა.
,,ყოველთვის ვერიდები, კოლეგიალობიდან გამომდინარე, საგარეო საქმეთა მინისტრზე რამე კრიტიკული დავწერო, მაგრამ, როდესაც მე შემეხები პირადად, პასუხიც ნუ გაგიკვირდება. არასდროს მიკადრებია ჩემს საქმეებში შვილის გარევა, ასეთი მარტივი ჭეშმარიტება თუ ვინმესთან მექნებოდა ასახსნელი, მით უმეტეს, ყოფილ კოლეგასთან და თანამდებობის პირთან, ნამდვილად არ მეგონა. თანამდებობები წარმავალია, ჩემო დათო, მთავარია სახის შენარჩუნება, დამიჯერე, ამ შენი კომენტარით კი შენს თავს უფრო მიაყენე შეურაცხყოფა, ვიდრე მე, ან მით უმეტეს, ჩემს შვილს”, – დაწერა უჩა წოწონავამ.

