ექიმი და ქალთა უფლებების დამცველი თამუნა ყურაშვილი ეხმაურება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის, ლონდა თოლარაიას პარლამენტში გამოსვლას და მასთან დაპირისპირებულ უმრავლესობის დეპუტატებზე წერს:,,რაც დღეს ლონდა თოლორაიას გაუკეთეს პარლამენტის კაცებმა, არის ემოციური ტერორი. ახალნამშობიარები რომ ვიყავი, ყველაფერზე მეტირებოდა, ყოჩაღ ლონდას, ასე მშვიდად რომ პასუხობდა მათ უტიფარ კითხვებს. საერთოდ თუ ესმით, რა არის ეს პროცესი, რა მდგომარეობაშია ორი კვირის ნამშობიარები ქალი. აი, მართლა ფუფ, ყველა იმ კაცს, ვინც იქ იჯდა”.

