ირმა გრეზე – ფაშისტების უსასტიკესი დედოფლის ისტორია

ირმა გრეზე - ფაშისტების უსასტიკესი დედოფლის ისტორია,,სარკე”, ირმა გოგინაძე

მსოფლიოს უსასტიკესი ქალების სიაში ირმა გრეზეც შედის. მის გარეგნობას ბევრი ქალი ინატრებდა, მაგრამ ამ სილამაზის უკან ნამდვილი ჯალათი იმალებოდა. გრეზეს უამრავი მეტსახელით მოიხსენიებდნენ: ბელზენის მხეცი, ქერათმიანი ეშმაკი, სიკვდილის ანგელოზი. ნაცისტებმა კი მას ესეს-ის დედოფალი შეარქვეს.

ქალთა ბანაკების ზედამხედველი

15 წლის გრეზე “გერმანელი გოგონების კავშირში” გაერთიანდა.მალე მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და ირმა ქალებისთვის განკუთვნილ აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში ზედამხედველად დანიშნეს და ოცდაათი ათასამდე ქალს აკონტროლებდა. ისინი დილიდან დაღამებამდე ტალახში იდგნენ და ქვებს ალაგებდნენ.თუ ვიღაც წაიქცეოდა, ძაღლებს მიუსევდა და…

ირმა მსახიობობაზე ოცნებობდა და ამისათვის მართლაც შესაშური გარეგნობა ჰქონდა. ცისფერთვალება ალქაჯი მსხვერპლის წამების უამრავ მეთოდს მიმართავდა. მისი მათრახის ქვეშ ბევრ ქალს ამოხდომია სული. ზოგჯერ  ძაღლებს რამდენიმე დღე აშიმშილებდა, მერე კი ქალებს აგლეჯინებდა.

22 წლის სიკვდილმისჯილი

1945 წელს ინგლისელმა სამხედროებმა ტყვედ აიყვანეს და სასამართლოს გადასცეს. სიკვდილის ანგელოზი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისათვის გაასამართლეს და ჩამოხრჩობა მიუსაჯეს.

ციხეში მისი მცველები ამბობდნენ, რომ ბოლო ღამეს ხმამაღლა მღეროდა ფაშისტურ სიმღერებს, ხოლო როცა ეშაფოტზე აიყვანეს, ჯალათს საოცრად მშვიდი ხმით უთხრა, სწრაფად დაესრულებინა თავისი საქმე. მაშინ ირმა გრეზე მხოლოდ 22 წლის იყო.

ამბობენ, თანამედროვე ნაცისტებისთვის ცნობილი გახდა გრეზეს საფლავის ადგილმდებარეობა და ისინი პერიოდულად პატივს მიაგებენ ესეს-ის დედოფალსო.