ტელეკოპანია ,,ფორმულა” მძიმე კადრებს ავრცელებს, სადაც დათა პაპას მეუღლე ამბობს, რომ მშიერია და 4 თვის პენსია არ აუღია.
-მშიერი ვარ ახლაც, ერთი ლუკმა პური არ მაქვს. ცოდო არ ვარ? შეშაც გამითავდა. 4 თვეა პენსია არ ამიღია. ქართულ ფულს ვიღებ, რუსული რად მინდა, რა, რუსეთში ვცხოვრობ?!.. ახალ წელს როგორ უნდა შევხვდე, კედელი შევჭამო? – უპასუხა დათა პაპას ქვრივმა ჟურნალისტს.
არადა დათა ვანიშვილი, იგივე დათა პაპა ციხესიმაგრესავით იდგა მავთულხლართების მიღმა და ოკუპანტემის მიერ მიტაცებულ ქართულ მიწას ამაგრებდა, იაქურობას არ ტოვებდა. დათა პაპა ჩვენი დროის გმირი იყო. გარდაცვალების წინ მეუღლეს დაუბარა, რომ იქაურობა ად მიეტოვებინა.
-როგორც მე არ დავტოვე სახლი, შენც არ დატოვო, არსად წახვიდეო _ დათა რომ კვდებოდა, ეგრე მითხრა, დამაჯინა, ხელებზე მაკოცა და – ჩვენ ერთად დავბერდით, აბა, შენ იცი და შენმა ქალობამ, როგორც მე არ წავართმევინე სახლი, შენც ისე ქენი, არსად წახვიდე, ქართველები დაგეხმარებიანო, _ უთხრა ქალბატონმა ვალიამ ჟურნალისტებს, როცა ისინი სამძიმრის სათქმელად მივიდნენ. დათა პაპას მავთულხლართების მიღმა ულაგებდნენ გვირგვინებს და ახლობლებმაც ასე შორიდან გააცილეს უკანასკნელ გზაზე.
,,სირცხვილი!” – წერენ სოციალურ ქსელში.

