,,შვილმკვდარი დედის თვალწინ დაიწყეს სიცილი, მილოცვები… შოკში ვართ” – რას ამბობს მოკლული 28 წლის ბიჭის ახლობელი

,,შვილმკვდარი დედის თვალწინ დაიწყეს სიცილი, მილოცვები... შოკში ვართ" - რას ამბობს მოკლული 28 წლის ბიჭის ახლობელიგუ­და­ურ­ში 28 წლის თა­მაზ გორ­თა­მაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლი ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლომ უდა­ნა­შუ­ა­ლოდ ცნო.სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს გორ­თა­მაშ­ვი­ლის დედაც ეს­წრე­ბო­და. ,,უფალს ვეხ­ვე­წე­ბი, გას­ცეს პა­სუ­ხი ჩემი შვი­ლის გამო. უფალ­თან რომ წარ­სდგე­ბა და ეტყვის, ჩემ მიერ შექ­მნი­ლი კაცი რა­ტომ მო­კა­ლიო, რა პა­სუ­ხი უნდა გას­ცეს მაგ არა­კაც­მა? რა­ტომ წა­იყ­ვა­ნა 19 წლის ბიჭი და სცე­მა, იმის გამო და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი, სად არი­ან, რა­ტომ არ ამ­ბო­ბენ ამას?” – განაცხადა თა­მაზ გორ­თა­მაშ­ვი­ლის დე­დამ სასამართლოს დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ.

– შო­კი­რე­ბუ­ლი ვარ… მოდი ადა­მი­ანს ნუ გა­ვუშ­ვებ 20 წლით ცი­ხე­ში იმი­ტომ ,რომ ცო­ცხა­ლია, ოჯა­ხი ჰყავს – ეს მიდ­გო­მა იყო. აღარავის ახ­სოვს 28 წლის სი­ცო­ცხლით სავ­სე ბიჭი, რო­მელ­საც უმო­წყა­ლოდ წა­არ­თვეს სი­ცო­ცხლე…

თაზოს ძმები სხდო­მას ვერ ეს­წრე­ბოდ­ნენ, იმ­დე­ნად მძი­მე იყო ემო­ცი­უ­რად მათ­თვის ეს მკვლე­ლო­ბა. ჩემ­თან ერ­თად თა­ზოს დედა იჯდა დარ­ბაზ­ში და გა­ნად­გურ­და. დამ­ნა­შა­ვის და მისი მომ­ხრე­ე­ბის სა­ხე­ე­ბის­თვის უნდა გე­ყუ­რე­ბი­ნათ.

სა­ერ­თოდ ამ პრო­ცე­სე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა გე­ნა­ხათ მე­რაბ კო­ბიშ­ვი­ლის სახე, რო­გო­რი გა­ღი­მე­ბუ­ლი იჯდა ხოლ­მე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე, რო­გორ ერთხე­ლაც არ და­ტყო­ბია სი­ნა­ნუ­ლი. უნდა გე­ნა­ხათ, რო­გო­რი სი­ცი­ლით და­ტო­ვეს დარ­ბა­ზი მან და მის­მა მომ­ხრე­ებ­მა და არ მი­უქ­ცე­ვი­ათ სა­ერ­თოდ ყუ­რა­დღე­ბა თა­ზოს დე­დის­თვის, შვილმკვდა­რი დე­დის თვალ­წინ და­ი­წყეს ერ­თმა­ნეთ­ზე გა­დახ­ვე­ვა მი­ლოც­ვე­ბი და სი­ცი­ლი.

მო­სა­მარ­თლემ შე­ნიშ­ვნაც კი მის­ცა და უთხრა გა­რეთ გა­სუ­ლიყ­ვნენ. ზე­ი­მი ჰქონ­დათ. არა­ნა­ი­რი სი­ნა­ნუ­ლი კო­ბი­აშ­ვილს არა­სო­დეს ჰქო­ნია, – ამბობს ამბები.ჯი-სთან ოჯახის ახლობელი.
ამბები.ჯი, ავტორი თეა ხურცილავა