,,სარკე”, აზა გაგოშიძე
ნაყინი _ ამ სასუსნავს მრავალი წლის ისტორია აქვს. ჯერ კიდევ 3000 წლის წინ ჩვენს ერამდე ჩინელები მდიდართა ოჯახებში სუფრაზე ფორთოხლის, ლიმონის ნაჭრებთან და ბროწეულის მარცვლებთან შერეული თოვლისა და ყინულის ნარევი მიჰქონდათ.
სადღეისოდ პლანეტაზე ყველაზე მოთხოვნადია ვანილის ნაყინი. უჩვეულო გემოს ნაყინის ჩამონათვალშია ავოკადო, კრევეტები, ლუდი, კამა, ნიორი და მწარე წიწაკა ჩილიც კი.
ბოლო დროს კულინარიაში შემოვიდა შემწვარი ნაყინი. ის იოლად მზადდება. ნაყინის ნაჭერს ჯერ ქოქოსის დაქუცმაცებულ ბურბუშელაში ავლებენ, შემდეგ კვერცხის ათქვეფილ ცილაში, მერე სიმინდის დაფხვნილ ფანტელში, დასასრულს – ისევ კვერცხსა და ფანტელში. მერე ტაფაზე ასხამენ (ზეთი ნაყინს მთლიანად უნდა ფარავდეს) და 30-40 წამის განმავლობაში წვავენ. შემწვარ ნაყინს 15 წუთი მაცივარში ათავსებენ, სულ ეს არის.
