,,საყდარ ბებოს” შვილი საინგილოში დაკრძალეს

,,საყდარ ბებოს'' შვილი საინგილოში დაკრძალესსაინგილოში, კახის რაიონის ქართული სოფლის – ქოთოქლოს სამაროვანზე (ასე უწოდებენ ამ კუთხეში სასაფლაოს) ამავე სოფლის წმინდა სამების ტაძრის მრევლი და ეკლესიის ამოქმედების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი – მახარე ჯანაშვილი დაკრძალეს.

სოფელი ქოთოქლო (ისტორიული შუახევი) მართლმადიდებელი ქართველებითაა დასახლებული და 700-მდე ადამიანი ცხოვრობს.

ტაძრის მოვლა-პატრონობისა და ამოქმედების საქმეში, რასაც მრავალწლიანი შრომა უძღოდა წინ, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის მახარე ჯანაშვილის დედას – ამავე სოფლის გერმანული ენის მასწავლებელს, 80 წლის ვერა ბერიკაშვილს, რომელსაც „საყდარ ბებოს” სახელით იცნობენ.

მახარე ჯანაშვილი 54 წლის იყო. იგი თბილისში ცხოვრობდა და პერიოდულად თარჯიმნობას უწევდა თურქეთში, ტაო-კლარჯეთში ჩასულ ქართველ მომლოცველებსაც.

მახარე ჯანაშვილი 12 დეკემბერს გადაასვენეს თბილისიდან მის მშობლიურ კუთხეში.

hotnews.ge, სერგო კერესელიძე, საინგილოს მკვლევარი, ჟურნალისტი