,,მასტერშეფის” გამარჯვებული, ნუცა სურგულაძე საახალწლო ბრაუნის რეცეპტს გვიზიარებს.
ინგედიენტები:
200 გრ შოკოლადი
60 გრ კარაქი
60 გრ ზეთი
3 ცალი კვერცხი
180 გრ შაქარი
50 გრ კაკაო
100 გრ ფქვილი
მწვანე ფროსტინგი
100 გრ ფროსტინგი
30 გრ შაქრის პუდრა
3 გრ საღებავი
მომზადება:
შოკოლადი გავადნოთ კარაქთან ერთად ორთქლზე ან მიკროტალღურ ღუმელში 2 წუთის განმავლობაში. გამდნარი მასა კარგად შევურიოთ ერთმანეთში. ცალკე ჯამში 6 კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად. სასურველი მასის მიღების შემდეგ დავუმატოთ ზეთი და კარგად მოვურიოთ. მიღებულ მასას დავამატოთ გამდნარი შოკოლადი, კაკაო და ფქვილი. მიღებული ცომის მასა დავასხათ ტაფაზე და გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში.
სანამ ბრაუნი ცხვება, მოვამზადოთ ფროსტინგი. დაგვჭირდება კრემყველი ან მაღალპროცენტიანი არაჟანი, რომელსაც უნდა შევურიოთ შაქრის პუდრა და მწვანე ბუნებრივი საღებავი. მიღებული მწვანე ფროსტინგი ჩავასხათ გასაფორმებელ ტომარაში. ამასობაში კი უკვე გამომცხვარი ბრაუნი გავაციოთ, დავჭრათ პატარა სამკუთხედებად და გავაფორმოთ მწვანე ფროსტინგით. საახალწლო ბრაუნი მზადაა”.
