,,სარკე”, ავთო ჩიტიძე
მსახიობი და ტელეწამყვანი, უკვე ორი შვილის დედა, რუსკა მაყაშვილი, ბავშვის გაჩენიდან 7 დღეში ახალი გადაცემის გადასაღებ მოედანზე იყო. რუსკა ,,სარკესთან” ამბობს, რომ ორი შვილის დედობამ მისი და მისი ქმრის, სანდრო ნიჟარაძის, ოჯახურ ცხოვრებას სულ სხვა ელფერი შესძინა. ჯერ ილიას და ახლა კატოს დაბადებამ ცოლ-ქმრის ურთიერთსიყვარული უფრო გააძლიერა.
რუსკა მაყაშვილი: პირველი შვილი, ილია, რომ გავაჩინე, 31 წლის ვიყავი. ვთვლი, რომ ასაკში გაჩენილი შვილია და დავრწმუნდი, რა დიდი საოცრებაა, როდესაც დედა ხდები. 3 წლისთავზე პატარა გოგო რომ გაჩნდა, ჭკუიდან გადავედი! მეორე ორსულობა ბევრად რთული მქონდა, მაგრამ არ ვიმჩნევდი. ეტყობა, ასაკმა მაინც თავისი ქნა. რომ ვაცნობიერებ, ორი შვილი მყავს, თავი ძალიან მაგარი ქალი მგონია. არადა ხალხი 6-7 შვილს ზრდის და მათ რაღა უნდა თქვან?! ბედნიერი ვარ, რომ გოგოც მყავს და ბიჭიც,რაღაცნაირად შევკარი ჩვენი ოჯახი.
– თქვენი და თქვენი ქმრის სიყვარულმა რა ცვლილებები განიცადა?
– სიყვარული გაძლიერდა და გაკარგდა. თითოეული ბავშვის დაბადებამ ახალი სიცოცხლე და ენერგია შემოიტანა ჩვენს ოჯახში.
-ამბობენ, რომ აქტიური კარიერა და წარმატებული ოჯახი შეუთავსებელია.
– ჩემი მაგალითით ეს მითი დავამსხვრიე. რთულია, მაგრამ შესაძლებელია, შვილები გაზარდო და ოჯახი გქონდეს ისე, რომ საყვარელ საქმეზე უარი არ თქვა.
– იქნება მესამე?
– ჯერ ძალიან ახალი გაჩენილი მყავს და რთულია ამაზე ფიქრი. საერთოდ არ მომწონს, გადაჭრით რომ იტყვიან ხოლმე, მეტი შვილის ყოლა არ მინდაო. მართლა არ ვიცი, რა იქნება მომავალში.
ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”

