რა არის კეტოდიეტა და რა პროდუქტებით დგება რაციონი

რა არის კეტოდიეტა და რა პროდუქტებით დგება რაციონიკეტოგენური დიეტა არის დაბალნახშირწყლოვანი და მაღალცხიმოვანი დიეტა. იგი გულისხმობს ნახშირწყლების მოხმარების მკვეთრად შემცირებასა და მათი ცხიმებით ჩანაცვლებას.

როდესაც ჩვენ ვჭამთ ნახშირწყლებით გაჯერებულ საკვებს (ტკბილეული, ცომეული, შაქარი) გამოიყოფა ინსულინი, რომელიც ჰორმონია და ახდენს გლიუკოზის უტილიზაციას. ინსულინის გამოყოფა იწვევს ორ პროცესს – პირველი, მიღებული ნახშირწყლების გარდაიქმნება ცხიმებად და მეორე, იბლოკება არსებული ცხიმის დაშლის პროცესი. ანუ მაღალი ინსულინის პირობებში ცხიმს ვერ დავწვავთ. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ თქვენ ვარჯიშობთ და იღებთ ნახშირწყლებს, თქვენი შრომა ფუჭია!

კეტო დიეტის დროს ნახშიწყლების ამგვარ შემცირებს თქვენი სხეული შეჰყავს მეტაბოლურ მდგომარეობაში, რომელსაც ეწოდება კეტოზი.
როდესაც ეს მოხდება, თქვენი სხეული წარმოუდგენლად ეფექტურად დაწვავს ცხიმებს ენერგიის გამოსამუშავებლად. ის ასევე კეტონებად აქცევს ცხიმს თქვენს ღვიძლში, რომელსაც შეუძლია ტვინისთვის ენერგიის მიწოდება. როდესაც რაციონში არ არის ნახშირწყლები, ღვიძლი ცხიმს გარდაქმნის ცხიმოვან მჟავებად და კეტო სხეულებად. გლუკოზის ნაცვლად კეტო სხეულები მიეწოდება ტვინს და გამოიყენება როგორც ენერგიის წყარო.

კეტო-დიეტის უპირატესობა ის არის, რომ კანქვეშა ცხიმი საკმაოდ სწრაფად იწვება.

რა გვეჭმევა და არ გვეჭმევა კეტოზე, კეტოდიეტ.ჯი გთავაზობთ 1 დღის მენიუს მაგალითისთვის.

საუზმე:
2 მოხარშული/შემწვარიკვერცხი. 30-100 გრ ყველი (გარდა მდნარი ყველის ნებისმიერი სახეობისა). ყავა/ჩაი (რეკომენდირებულია შაქრის გარეშე ან შაქრის დოზის მკვეთრი შემცირება, შაქარი უნდა ვეცადოთ, ამოვიღოთ რაციონიდან).
არაჟანი (შემადგენლობაში მიაქციეთ ყურადღება, რომ არ შეიცავდეს შაქრებს!).

სადილი:
200-300 გრ მოხარშული ქათმის მხორცი / ან ზეითუნის ზეთზე შემწვარი (შესაწველად გვადგება მხოლოდ ზეითუნის ზეთი ან ერბო ან კარაქი)
კიტრი-პომიდვრის სალათი (ზეითუნის ზეთით და შეიძლება ნიგვზითაც).

ვახშამი:
150-200 გრ ქაშაყი შემწვარი ზეითუნის ზეთში (ფქვილის გარეშე – ხორბლის, სიმინდის, ბრინჯის და სხვა მაღალი ნახშირწყლების ფქვილს არ ვიყენებთ, ვიყენებთ ძირითადად ნუშისა და ქოქოსის ფქვილს).
ავოკადოს სალათი (ინგრედიენტები: ზეითუნის ზეთი, კიტრი, პომიდორი, სალათის ფურცელი)

კეტოდიეტ.ჯი