,,ყურში იმპლანტი ჩამიყენეს… ოპერაცია 7 საათი გაგრძელდა” – პაატა ჭონიაშვილი

,,ყურში იმპლანტი ჩამიყენეს... ოპერაცია 7 საათი გაგრძელდა" - პაატა ჭონიაშვილიპაატა ჭონიაშვილს, რომელიც საზოგადოებამ ,,მასტერშეფიდან” გაიცნო პატრიკის სახელით, მძიმე დღეები აქვს გავლილი. მას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, რთული ოპერაციაც გაიკეთა და დღემდე ექიმების დაკვირვების ქვეშ არის. ამის შესახებ მან გადაცემაში ,,სიკეთე გადამდებია” ისაუბრა.

-ჩვეულებრივი დღე გათენდა, გავიღვიძე და ბალიში მხვდება სულ წითელი. ყურადღება არ მიმიქცევია, ვიცოდი, რომ ჩემი ოჯახი ზოგადად ჯანმრთელობას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს. ვიცოდი, რომ მერე წამიყვანდნენ და მეზარებოდა. ტკივილი არ მქონია, ერთადერთი ყოველ დილით მქონდა გამონადენი ყურიდან. მეგონა, რომ თავისით გაქრებოდა. როცა მივხვდი, რომ ცალ ყურში სმენა საერთოდ აღარ მქონდა, მერე შემეშინდა.

ვერც ერთმა ექიმმა ვერ გაიგო, რა ხდებოდა. წავედით ცნობილ ექიმთან, შოთა ჯაფარიძესთან, რომელმაც მითხრა, რომ ეს იყო სიმსივნე და ოპერაცია უნდა გაკეთებულიყო ძალიან სწრაფად, რომ არ მოვმკვდარიყავი. ეს დაავადება მილიონ ადამიანში ერთს ემართება…

15 მაისი იყო. ოპერაციის დღეს გვითხრეს, ყურს რომ გახსნიდნენ, რაც დახვდებოდათ შიგნით, იმის მიხედვით გვეტყოდნენ, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა ჩემს ყურში იმპლანტის ჩაყენება, რომელიც საშუალებას მომცემდა, მქონოდა სმენა, ოღონდ, რა თქმა უნდა, არასრულფასოვანი. ღვთის წყალობით, ეს იმპლანტი დაექვემდებარა ჩაყენებას. ოპერაცია 7 საათი მიმდინარეობდა…

ახლა ვიცი, რომ ეს არის კეთილთვისებიანი წანაზარდი, რომელიც თუ გაიზრდება და 80% არსებობს ამის შანსი, ისევ უნდა გავიკეთო ოპერაცია, – მოუყვა მაყურებელს პაატა ჭონიაშვილი.