,,ყურადღება! თქვენი შვილები ინტერნეტსამორინეებში თამაშობენ” – გოგა ჩანადირი

,,ყურადღება! თქვენი შვილები ინტერნეტსამორინეებში თამაშობენ" - გოგა ჩანადირიფოტოგრაფი გოგა ჩანადირი წერს პრობლემაზე, რომელიც უამრავ ოჯახს აწუხებს საქართველოში.

,,ყურადღება მიაქციეთ თქვენს შვილებს. ისინი ინტერნეტსამორინეებში თამაშობენ”, – დაწერა ფოტოგრაფმა, რომელსაც ასე გამოეხმაურნენ:

,,დღეში 10 სმს მომდის, მულტფილმს ვერ უყურებ ისე, 15 წუთში ერთხელ რომ არ გამოხტეს ,,აჭარაბეთი” და მისთანანი. რა უნდა მეტი გაღატაკებულ ერს და მათ შვილებს! მილიონერობა და ჯიპი უნდა ყველას!”, ,,რა მარტო შვილები, ქმრებიც, ზოგის ცოლებიც თამაშობენ”, ,,ყველაფერზე ,,აიკრძალოს” გვაწერია პირზე. ,,აკრძალოს საზოგადოება” ვართ და ამ დროს კიმ ჩენის აკრძალვებს დავცინით. მივცეთ შესაბამისი განათლება შვილებს, ინფორმაცია სწორად მივაწოდოთ, გაკონტროლდეს 18 წალმდე პირებისთვის, ეს იქნება სწორი. არა, ჩვენ ყველაფერზე ,,აიკრძალოს”, ,,ინტერნეტკაზინოების მოზარდებთან ურთიერთობით იწყება უბედურება, რომელიც ტრაგედიად იქცევა ხშირად, გამოუვალ მდგომარეობად. ჩვენნაირ ღარიბ ქვეყანაში გენოფონდის განადგურების საუკეთესო გზაა. ადამიანებს კარგავს საზოგადოება. ამ ეტაპზე ამას აკრძალვის გარდა არა მგონია, რამემ უშველოს”.