შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად 10-მდე პირია დაკავებული, მათ შორისაა ყოფილი დეპუტატის, თემურ ჟორჟოლიანის შვილი, 30 წლის ბექა ჟორჟოლიანი. სპეცოპერაცია მედიის თანდასწრებით ჩატარდა. ოჯახის წევრები ვერ აკონკრეტებენ, რა კავშირი ჰქონდა ჟორჟოლიანს ქურდულ სამყაროსთან.
არსებული ინფორმაციით, ყველა დაკავებული ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით არის დაკავებული.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქურდული სამყაროს წევრობას, იძულებას ე.წ. ქურდული “საერთოს” შეგროვებაში და ქურდული გარჩევების ორგანიზებას ედავება.

