ქეთი ფარესაშვილი: ,,ქმარი ცოლზე წარმატებული უნდა იყოს”

ქეთი ფარესაშვილი: ,,ქმარი ცოლზე წარმატებული უნდა იყოს'',,სარკე”, ია ქუთათელაძე

მომღერალ ქეთი ფარესაშვილის ნაზი გარეგნობის მიღმა საკმაოდ მტკიცე, ძლიერი, კონსერვატული ხასიათი იმალება. თუ როგორ და რაში ვლინდება ეს თვისებები, ამის შესახებ მომღერალი ,,სარკესთან” საუბრობს:

-ცოტამ თუ იცის, რომ მე ინგლისური ენის სპეციალისტი ვარ. დავამთავრე მაგისტრატურა. ვთარგმნი წიგნებს, ბროშურებს… მრავალფეროვანი ინტერესები მაქვს. 10 წელი ვისწავლე ფსიქოლოგია, სპეციალურ კურსებს გავდიოდი, დაინტერესებული ვარ ეზოთერიკით.

-მომიყევით ოჯახის შესახებ.

– 16 წელია, გათხოვილი ვარ. ჩემი მეუღლე, ლაშა თურქიაშვილი,ონკოლოგია. საავადმყოფოში გავიცანი,ლაშა დედაჩემის ექიმი იყო და დედა მაშინვე მოიხიბლა მისით.ტრადიციული, ქართული ოჯახი გვაქვს. რა თქმა უნდა, ვკამათობთ კიდეც, ზოგჯერ სირთულეებიც გვხვდება,მაგრამ ერთმანეთის პატივისცემა და სიყვარული გვამაგრებს.შვილი მე გავზარდე, პამპერსიც არავისთვის გამომიცვლევინებია.გული მწყდება, კარიერას გადავყევი და მეტი შვილი არ გავაჩინე…

მიუხედავად ჩემი ნაზი აღნაგობისა, საკმაოდ ძლიერი ვარ, ტრადიციების მკაცრი დამცველი, კონსერვატორი. ჩემი წესები მაქვს და ჩემგან განსხვავებული შეხედულებების ხალხთან ვერ ვიმეგობრებ. ვაფასებ, როცა ოჯახი ცოლისა და ქმრის თანასწორობაზეა აგებული, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქმარი ცოლზე წარმატებული უნდა იყოს… მიზანმიმართულად ებრძვიან ეკლესიას, ქრისტიანობას. ჩემთვის ქრისტიანული სარწმუნოება ძალიან ძვირფასია.

– მაგრამ დაინტერესებული ხართ ეზოთერიკით, რომელიც რაღაც ასპექტით ეწინააღმდეგება ქრისტიანობას.

– არ არის ეს მართალი. ეს დიდი მეცნიერებაა და დიდი სწავლაც სჭირდება. ქრისტიანობა არის ეზოთერიკის მწვერვალი. ადამიანმა სხვადასხვა საფეხური შეიძლება გაიაროს, მაგრამ საბოლოოდ ქრისტიანულ ჭეშმარიტებამდე მივა.

– ასეთი მკაცრი მორალური კოდექსის მქონე კონსერვატორი ადამიანი როგორ გრძნობთ თავს შოუბიზნესში?

– შოუბიზნესმა ბევრი ცუდი დამანახა. მზის ქვეშ ადგილის მოსაპოვებლად ბევრ შეცდომას ჩადიან. ჰგონიათ, თუ გადაგაბიჯეს, შენზე წინ გავლენ, არადა ყველას თავისი ადგილი აქვს.

თავიდანვე ვიცოდი,ბევრი შუღლი იქნებოდა, ამიტომ ვცდილობდი თავის არიდებას. მერე ცოტათი ჩამითრიეს, მაგრამ მალე მოვახერხე ნაპირზე გამოსვლა,ჩემი გზა გავაგრძელე. მე ყველას ვუგზავნი სიკეთეს და მჯერა, სამყარო ანალოგიურ პოზიტივს დამიბრუნებს.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”