გუშინ თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე 17 წლის ბიჭი დაჭრეს. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მას გულის არეში რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.
-სხეულის სხვადასხვა მიდამოში მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა, მათ შორის ერთი იყო შემავალი პლევრის ღრუში. გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და შემდგომი მკურნალობის მიზნით, გადაყვანილია საოპერაციო ბლოკში. სავარაუდოდ, ცივი იარაღით იყო მიყენებული ჭრილობები. 112-ის მიერ მოხდა პაციენტის ტრანსპორტირება, – განაცხადა ექიმმა ,,ინტერპერსნიუსთან”.
-ახლობელმა მითხრა, რომ გულს ცოტათი აცდა, ოთხ ადგილას იყო დაჭრილიო, – ამბობს ,,მთავართან” ნუცუბიძის პლატოზე მცხოვრები.
ბრალდებული ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

