ნინო სამყურაშვილი: ,,დე, ვერ გადაგარჩინე… ისეთი საბრალო და უსუსური არასდროს ხარ, როდესაც მშობელს ტოვებ სასაფლაოზე”

ნინო სამყურაშვილი: ,,დე, ვერ გადაგარჩინე... ისეთი საბრალო და უსუსური არასდროს ხარ, როდესაც მშობელს ტოვებ სასაფლაოზე",,მთავარის” ჟურნალისტი, ნინო სამყურაშვილი გარდაცვლილ დედას ემოციურ პოსტს უძღვნის.

,,დე, 7 წელი უშენოდ და არც ერთი დღე შენ გარეშე. 20 დეკემბერს – ყველაზე გრძელი და ბნელი ღამე, აღარ გათენდა შენთვის. ათასი სისულელით თავს ვინუგეშებ, რომ ისე მივედით ბოლომდე, მძიმე ტკივილი (რაც სიმსივნეს თან ახლავს) არ ჰქონია ან კიდევ ბოლო წამამდე გონება არ დაუკარგავს, არადა როგორი უსუსური ხარ – სიცოცხლე უნდოდა, შენი იმედი ჰქონდა და ვერ გადაარჩინე.  ვერაგმა დაავადებამ, სიმსივნემ  გვაჯობა.

არასდროს ისეთი საბრალო და უსუსური არ ხარ, როდესაც მშობელს დატოვებ სასაფლაოზე და სახლში უნდა დაბრუნდე. რატომ ვწერ ამას? იმიტომ კი არა, რომ ვინმეს შეეცოდო ან განუგეშოს… ანდა კიდევ ტკივილი სადმე გაივლის… არა, რა თქმა უნდა, უბრალოდ, ისე აღარაფერი იქნება, როგორც იქამდე იყო… ხანდახან კი არ ვაფასებთ (თუნდაც მძიმე ყოველდღიურობისა თუ სხვა მიზეზის გამო) ჩვენ გვერდით ყველაზე მთავარ სიმდიდრეს, როცა საყვარელი ადამიანები ჩვენ გვერდით არიან… ვიდრე არიან, გულში ჩაიკარით და მათი ყველა ზარი თუ გაუთავებელი შეკითხვები – თბილად ჩაცმაზე თუ ნელა იარეზე – ყველაზე საყვარელ ფრაზებად აქციეთ.
პ. ს. დედას სიკეთეს მე ვერ გადავიხდი, პირიქით, ყოველთვის ბოდიშს ვეტყვი, რომ ვერ გადავარჩინე. ჩემს სადებიუტო წიგნში კი დედა სულ დარჩება, პირველ გვერდზე მთავარი წარწერით: დედას, თინათინ გრატიაშვილს”.