20 დეკემბერს ტელეჟურნალისტ ნინო არაზაშვილს დაბადების დღეა. ჟურნალისტმა ცოტა ხნის წინ დაწერა:
,,მიყვარს ჩემი დაბადების დღე. განსაკუთრებით ჩემი მშობლების კარგად ყოფნა მისურვეთ. დაუპატიჟებელი გვირგვინოსანი ვირუსი ეწვიათ. სამაგალითოდ პირველები აიცრნენ და ზუსტად ვიცი, ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა, რომ ასეთი მრავალფეროვანი ცხოვრებისთვის მომავლინეთ და ამდენ სიყვარულს მიგზავნით იზოლაციიდან. სულ კარგად მყავდეთ! ამაზე დიდი საჩუქარი არ არსებობს ამქვეყნად”.

