ნიკა გვარამია ,,პოსტივის”: ,,1%-ს რომ აცდებით, მერე შემეხმიანეთ”

ნიკა გვარამია ,,პოსტივის": ,,1%-ს რომ აცდებით, მერე შემეხმიანეთ",,რა დავალება მიეცით ჟურნალისტებს ასეთი, რომ შესრულებაზე უარი გითხრეს?”, – ამ კითხვით მიმართა ,,მთავარის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ,,პოსტივიმ”, რაზეც არხის დამფუძნებელმა ღიად, საჯაროდ უპასუხა:
,,პოსტივი, დავალებების მიცემით და შესრულების შემოწმებით თქვენი მფლობელია დაკავებული. ამის მიხედვით გიყვანენ სამსახურში და ამის მიხედვით გიხდიან ხელფასს.
,,მთავარი არხი” ღარიბი არხია, აქვს ფინანსური კრიზისი და ჩვენ, ყველანი ერთად ვფიქრობთ, როგორ დავძლიოთ ის. სამაგიეროდ, რეიტინგით ჩვენზე სამჯერ მდიდარ ,,იმედს” დავეწიეთ ლამის და თქვენ 1%-ს რომ აცდებით, მერე შემეხმიანეთ”.