ნანა გეგეჭკორი: ,,თხოვნა მაქვს, თუ ვინმე მოდიხართ ნიუ იორკში, იქნებ წამოიყოლოთ პეპსინი”

ნანა გეგეჭკორი: ,,თხოვნა მაქვს, თუ ვინმე მოდიხართ ნიუ იორკში, იქნებ წამოიყოლოთ პეპსინი''ამერიკაში მცხოვრები ექიმი, ნანა გეგეჭკორი ფეისბუქმეგობრებს სთხოვს, რომ თუ ნიუ ირკში აპირებენ ჩასვლას, ,,პეპსინი” ჩაუტანონ.

,,ჩვეულებრივი, მაღაზიაში ნაყიდი პასტერიზებული რძის და ამ პეპსინისგან გამოდის თურმე არაჩვეულებრივი ჭყინტი ყველი. ამ წუთას ამოვიყვანეთ ეს სასინჯი ვერსია. თხოვნა მაქვს, თუ ვინმე მოდიხართ ნიუ იორკში, იქნებ წამოიყოლოთ პეპსინი. ცხადია, მე შევიძენ, უბრალოდ წამომღები მჭირდება.
ქართულ ყველს არაფერი მირჩევნია. ისეთი მოხიბლული ვარ, სახლში რომ შემიძლია ამოვიყვანო”, – დაწერა ნანა გეგეჭკორმა.